ჩემს შესახებ
გაიცანი ლიკა
მე ვარ ლიკა 25 წლის. ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა 3 წლის წინ გამიჩნდა, რამდენიმე თვეში ეს გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და გადავწყვიტე მთელი დრო ამ საქმისთვის დამეთმო.
ჩემი ჰობია კერვა. ასევე, თავისუფალ დროს მიყვარს საინტერესო ფილმების ყურება , წიგნების კითხვა, მიყვარს აქტიური ცხოვრება და ვცდილობ ყოველთვის რაღაცით ვიყო დაკავებული. ხშირად ვმონაწილეობ ისეთ პროექტებში და ღონისძიებებში რომლებიც ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნოა.
ჩემი დღის განრიგს უკვე საკუთარ ვებ-გვერდზე შემოსვლა სიახლეების და ახალი პროდუქციის განთავსება ემატება, რითაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. მიყვარს კლიენტებთან ურთიერთობა და ბედნიერი ვარ როცა მათგანაც კმაყოფილების მესიჯებს ვიღებ.